ახალი ამბები

ავსტრიაში სატვირთო მანქანაში 50-მდე დაღუპული მიგრანტი იპოვეს

27 აგვისტო, 2015 •
ავსტრიაში სატვირთო მანქანაში 50-მდე დაღუპული მიგრანტი იპოვეს

მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. BBC-ის ცნობით სატვირთო მანქანა უნგრეთის საზღავრთან, მთავარ გზაზე იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილები საზღავრზე უკვე მეორე დღეა არიან და მათი პოვნა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. 

  

IOM-ის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ექვს თვეში 160 ათასი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის გავლით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ძირითადად, საბერძნეთსა და იტალიაში, რათა იქიდან შეაღწიონ დასავლეთ და ჩრდილო ევროპის უფრო მდიდარ ქვეყნებში.

 

თავდაპირველად, 16 აგვისტოს 3000-ზე მეტი მიგრანტი საბერძნეთის კუნძულ კოსზე, საკრუიზო გემზე განათავსეს. ეს გემი აქ შემოვიდა 14 აგვისტოს, რათა მიეღო და დაებინავებინა უმეტესად ლტოლვილები სირიიდან, რომლებიც ყოველდღიურად ასეულობით შედიან თურქეთიდან საბერძნეთში. ბერძნული კუნძული ცდილობს გაუმკლავდეს ლტოლვილებისა და მიგრანტების მასობრივ ნაკადებს ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისისა და მძლავრი ტურისტული სეზონის დროს.

 

თურქეთის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბერძნული კუნძულები ცდილობენ გაუმკლავდნენ ლტოლვილებისა და მიგრანტების მასობრივ ნაკადებს ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისისა და მძლავრი ტურისტული სეზონის დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი