ახალი ამბები

სამების ტაძარში საპატრულო პოლიცია მივიდა

22 მარტი, 2020 • 1813
სამების ტაძარში საპატრულო პოლიცია მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საკვირაო წირვა ტარდება, საპატრულო პოლიცია მივიდა.საკვირაო წირვები, გარდა სამებისა, საქართველოს მასშტაბით სხვა ეკლესიებშიც სრულდება.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებთან ადგილზე მისვლის შესახებ განმარტებები არ გააკეთეს.

ტაძარში ასევე მისულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარი ილია მეორემ, რომლის ქადაგებაც მრვევლმა უნდა მოისმინოს.

რაც შეეხება ტაძარში შეკრებილ ხალხს, სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გავრცლებულ კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთ მოქალაქეს პირბადე არ უკეთიათ. თუმცა, სტიქაროსნების თქმით, ისინი აკონტროლებენ, რომ მრევლმა ერთმანეთის შორის უსაფრთხო დისტანცია დაიცვან.

განახლება:

ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ – შსს პატრულზე სამებაში

გუშინ 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

თავდაპირველად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ ასევე დასძინა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

გარეკანი ფოტო: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი