ახალი ამბები

ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ – შსს პატრულზე სამებაში

22 მარტი, 2020 • 1087
ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ – შსს პატრულზე სამებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამების ტაძარში გამოძახებაზე მივიდნენ, ადგილზე დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

უწყების თქმით, სამართალდამცველებლი სამებაში, სადაც საკვირაო წირვა მიმდინარეობდა, გამოძახების შემდეგ მონიტორინგისთვის მივიდნენ. ისინი ასევე გაესაუბრნენ სასულიერო პირებს, თუმცა, „ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ“.


საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 მოქალაქე გამოჯანმრთელებულია. თუმცა, მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა – ტაძრებში დღეს საკვირაო წირვა გაიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პრემიერმა გიორგი გახარიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ ასევე დასძინა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი