ახალი ამბები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

21 მარტი, 2020 • 1040
პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამიტომ არის საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

ზურაბიშვილმა გამოსცა ბრძანება და დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარდაჭერა 115-მა დეპუტატმა დააფიქსირა.

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი