პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.
გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარდგინებით მიმართავს — საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს და პარლამენტი ამტკიცებს. „ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
გახარიამ ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რაც ამ დროს დაწესდება (რომელთაგან ნაწილი უკვე ძალაშია):
- იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა; გამოიყენოს სანქციები;
- წესდება შეზღუდვები საერთაშორისო მიმოსვლაზე;
- დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები/ვადები;
- მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო-სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა უფლება და მატერიალური საშუალებები;
- იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
- მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში არეგულიროს ფასები გარკვეულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე;
- საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
- სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად;
- ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუ არადა, ეს გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარით. იგივე ქმედება სსკ-თი დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა.
ნახეთ ასევე: