ახალი ამბები

ვირჯინიის გუბერნატორი: მკვლელი სავარაუდოდ ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელია

26 აგვისტო, 2015 •
ვირჯინიის გუბერნატორი: მკვლელი სავარაუდოდ ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელია

“მკვლელობა არ უკავშირდება ტერორიზმს. ეს არის კრიმინალური შემთხვევა,” – განაცხადა გუბერნატორმა ადგილობრივ რადიოსთან, WTOP-თან პირდაპირ ჩართვაში.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება მკველობის ვიდეომასალიდან ამოღებული ფოტოები, სადაც მკვლელი სახის დანახვაა შესაძლებელი. 

 

ვირჯინიის შტატის ტელევიზიის, WDBJ7-ის ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოკლეს. რეპორტიორ ელისონ პარკერსა და ოპერატორ ადამ ვარდს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში რესპოდენტთან ინტერვიუს წერდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი