ახალი ამბები

კომენდანტის საათი არ წესდება – პრემიერი

21 მარტი, 2020 • 1496
კომენდანტის საათი არ წესდება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყანაში კომენდანტის საათი არ ცხადდება, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩენენ.

„გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ [უკვე] შეზღუდულია… ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება“, – განაცხადა გახარიამ.

„ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ, დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, – თქვა მან.

მისი თქმით, თუ ამის საჭიროება დადგა, მთავრობას მიდგომების გამკაცრების საშუალებაც აქვს: „სატრანსპორტო საშუალებებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია. თუმცა ვამბობთ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი, ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვების მოქალაქის ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“.

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი