28 055 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა – სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის.
ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.