ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

26 აგვისტო, 2015 •
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.
 
 
საბოლოო შედეგები

 
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, “ნედლ” ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ “ნედლ” ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

 
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

მასალების გადაბეჭდვის წესი