ახალი ამბები

“დავეხმაროთ აფხაზეთს და ცხინვალს” – რუსი დეპუტატი

20 მარტი, 2020 • 766
“დავეხმაროთ აფხაზეთს და ცხინვალს” – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში ახალი კორონავირუსული ინფექციის — COVID-19-ის განხილვისას დსთ-ის ქვეყნების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს სოხუმსა და ცხინვალს. ინფორმაციას ამის შესახებ „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ მეზობელ ქვეყნებში არის ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ, ბევრისგან განსხვავებით, ვაღიარეთ — ესაა რესპუბლიკა აფხაზეთი და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის კორონავირუსის გამო, უნდა დავეხმაროთ“, — განაცხადა ზატულინმა.


20 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დე ფაქტო მთავრობებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მათ არ აქვთ ტესტი, რომლითაც ვირუსზე პაციენტების შემოწმება შეიძლება.

ცხინვალის ცნობით, კორონავირუსის სიმპტომებით ექვს ადამიანს აკვირდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი