ახალი ამბები

პარლამენტი მედიასთან დისტანციურ კომუნიკაციაზე გადადის

20 მარტი, 2020 • 779
პარლამენტი მედიასთან დისტანციურ კომუნიკაციაზე გადადის

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის შემდეგ, მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის საქართველოს პარლამენტიც.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,  ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე და იგივე ვიდეომასალა რედაქციებში ოპერატიულად გადაიგზავნება. ჟურნალისტებს კითხვების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: prdepartment@parliament.ge

“შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, პარლამენტში მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესკონფერენციები დისტანციურად ჟურნალისტებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი