ახალი ამბები

პრესკონფერენციები დისტანციურად ჟურნალისტებისთვის

19 მარტი, 2020 • 896
პრესკონფერენციები დისტანციურად ჟურნალისტებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია მედიისთვის პრესკონფერენციებს დისტანციურად ატარებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგები და პრესკონფერენციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა Facebook-ში, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, ტელევიზიებისთვის სიგნალის მიწოდებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება შეკითხვებს, ის ჟურნალისტებმა წინასწარ უნდა მიაწოდონ მთავრობის პრესსამსახურს. როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრესსამსახურის წარმომადგენელი დასვამს ყველა კითხვას, რომელსაც ჟურნალისტები პრესკონფერენციის დაწყებამდე 1 საათით ადრე მიაწვდიან.

“იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის”, – განაცხადა გუშინ, 18 მარტს, კოორნავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. ამ ფორმატში პირველი პრესკონფერენცია დღეს, 19 მარტს ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი