ახალი ამბები

“თავისუფლება ცხოველებს” – სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს

22 აგვისტო, 2015 • • 2124
“თავისუფლება ცხოველებს” – სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს
 

დღეს, სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან საკრებულოს შენობამდე ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო.

Posted by netgazeti.ge on Saturday, August 22, 2015


მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, 22 აგვისტო სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ იდეოლოგიის გასაპროტესტებლად მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მსგავსი ფორმით გამოხატავენ ადამიანები პროტესტს.

სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებაში ცხოველებთან დამოკიდებულება დაფუძნებულია სპეცისიზმზე.


”რასიზმისა და სექსიზმის ანალოგიურად სპეცისიზმიც მიეკუთვნება დისკრიმინაციული კონცეფციების რიგს და წარმოადგენს იდეოლოგიას, რომელიც უგულებელყოფს ცხოველების სიცოცხლესა და ინტერესებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მიეკუთვნებიან სხვა ბიოლოგიურ სახეობას. სპეცისიზმი არაგონივრული და არაჯანსაღია, რადგან ადამიანი არ არის ემოციების შეგრძნების უნარის მქონდე ერთადერთი არსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ პლანატაზე ჩვენთან ერთად მცხოვრები ყველა არსების ინტერესებს და სიცოცხლეს,” – აცხადებენ ისინი.

სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე


მსვლელობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ, დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ცხოველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ, რაც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პოლემიკის საკითხი გახდა.


მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს წევრები არიგებდნენ ბუკლეტებს, სადაც აღნიშნულია ინფორმაცია სპეცისიზმის შესახებ.

სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

”ჩვენ მივილტვით იმ მშვიდობისაკენ, სადაც ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და სადაც ყველა გონივრული არსების ინტერესი დაცულია. სამყარო უკვე ამ გზას ადგას. მოდით, ამ საკითხზე ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენს მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს ხელმძღვანელი, ვახტანგ უშვერიძე.


მათი განცხადებით, სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მიზანს ამ უსამართლო იდეოლოგიის მხილება წარმოადგენს, რათა აღარ იარსებოს ცხოველების მიმართ ბარბაროსულმა დამოკიდებულებამ.

სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
სპეცისიზმთან ბრძოლის დღე თბილისში აღნიშნეს, 22.08.2015, ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი