ახალი ამბები

შსს: მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

21 აგვისტო, 2015 •
შსს: მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოები.

 

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი