ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს, 21 აგვისტოს ჯვარში, ენგურჰესისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ღონისიებაზე გააკეთა.
“იმედი მაქვს, ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები ხელს შეუწყობს ჩატეხილის გამთლიანების დასაწყისს. შვილების თაობას საშუალებას მისცემს, მამების შეცდომები გამოასწოროს და ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობა”, – აცხადებს მინისტრი.
271.5 მეტრი სიმაღლის ენგურჰესის თაღოვან კაშხალს დღეს, ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
როგორც კულტურის სამინისტროში აცახდებენ, ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.
ენგურჰესის ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.