ახალი ამბები

“NATO-ს გენმდივანი თბილისში ვიტიზის დროს საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები”

21 აგვისტო, 2015 • • 1041
“NATO-ს გენმდივანი თბილისში ვიტიზის დროს საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები”

“ამ თემაზე საუბრის დროს მან მითხრა, რომ გენმდივნობამდე, როდესაც ის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, ჰქონდა კავშირი საქართველოსთან. ამიტომ დიდი მოლოდინი და სურვილი აქვს საქართველოში ჩამოსვლის. ვფიქრობ, ძირითადი გზავნილი, რაზეც გენმდივანი გაამახვილებს საქართველოში ყურადღებას, იქნება ის, თუ რის მოსმენას ელოდებიან საქართველოში. პირველი – მადლობა ავღანეთში ნატოს წარმოებული ოპერაციებისთვის. ის მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს საჭირო რეფორმები. აქ არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში რეფორმებზეა საუბარი. გაიმეორებს ნატოს გზავნილს, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია. რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, ეს დაეხმარება საქართველოს, რომ ნატოს წევრი გახდეს”, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

 

მისივე თქმით, ნატოს საერთო შეფასებით, იმპლემენტაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიდის.

 

“ახლახან ჩავატარეთ საქართველოში წვრთნები, რომელიც, იმედი მაქვს, ყველამ ნახა. ვიზიტის დროს თავად გენერალური მდივანი გახსნის საწვრთნელ ცენტრს, რომელსაც სხვადასხვა ლოკაცია ექნება. სად იქნება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფუნქციით იქნება დატვირთული. მომდევნო დღეებში საბოლოოდ განვსაზღვრავთ და მივცემთ ჩამოყალიბებულ სახეს”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი