“პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე მივიღე, ამოწურულია და ბერძენმა ხალხმა ხელახლა უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი ის, რაც გავაკეთე”, – განაცხადა ციპრასმა.
14 აგვისტოს საბერძნეთის პარლამენტის წევრებმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ თანხმობა განაცხადეს ევროკავშირის დახმარების ახალი, მესამე პაკეტის პირობებზე, რომლის ღირებულებაც 86 მილიარდი ევროა. აქედან 25 მილიარდი საბერძნეთის ბანკების რეკაპიტალიზაციას უნდა მოხმარდეს.