ახალი ამბები

აპატურაი: NATO საქართველოსთან ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად არ აღიქვამს

20 აგვისტო, 2015 • • 931
აპატურაი: NATO საქართველოსთან ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად არ აღიქვამს

მისი განმარტებით, ნატო ამახვილებს ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე – რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

 

“საქართველომაც უნდა გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს, და ყველაზე მთავარი, რაც წერია ამ პაკეტში – თითოეულმა ნაბიჯმა საქართველო ნატოს მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. ასე რომ, ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის, საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის. ავღანეთში და სხვაგანაც ნატოსთან გვერდში დგომით, ასევე, გატარებული რეფორმებით. თუ რომელიმე ქვეყანა სამეზობლოში და მათ შორის რუსეთი ფიქრობს, რომ მუშაობით, დემოკრატიული განვითარებით, ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში კონტრიბუციით, საქართველო მიდის ნატოსთან ახლოს, წინაპირობაა, რომ მეტი ნატო იყოს საქართველოში, ასევე მეტი საქართველო ნატოში”, – აცხდებს ჯეიმს აპატურაი.

 

როგორც ის ამბობს, არავინ, მათ შორის რუსეთმა არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე.

 

” საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნა არ ნიშნავს, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხნენ. თუ რუსეთი მოახდენს სხვადსხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ასეთი დასკვნების გაკეთებას”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი