ახალი ამბები

პროკურორი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირს საფრანგეთსა და აშშ–ში ვეძებთ

20 აგვისტო, 2015 • 1311
პროკურორი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირს საფრანგეთსა და აშშ–ში ვეძებთ

“ამ კუთხით სახელმწიფო ბრალდება, პროკურატურა ახორციელებს ინტენსიურ გამოძიებას. შესაბამისი შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გაგზავნილია როგორც ევროპაში, ასევე აშშ–ში. აღნიშნული დეენემი არსებობდა გამოძების დაწყების საწყის ეტაპზევე, რის თაობაზეც ინფორმირებულია საზოგადოება,”– აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორი ლაშა ცხვიტარია.

 

მან ასევე განაცხადა, რომ არ არის ცნობილი კონკრეტული პირის ვინაობა. საპირისპიროს ამტკიცებს ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე:

 

“სახელი და გვარი სახელმწიფო ბრალდებამ ძალიან კარგად იცის იქიდან გამომდინარე, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავისი ნებაყოფლობით აქვს გადაცემული მისი კუთვნილი ტელეფონი, არ უთქვამს უარი მის გამოკვლევაზე, ასე რომ, ნაჩვენებია ის გვარები და სახელები, ვისთანაც ჰქონდა საუბარი და ურთიერთობაზე საფრანგეთის ტერიტორიაზე, მისი მეგობრები არიან, როგორც მითხრა გიორგი სოსანაშვილმა,”– ამბობს ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავთან გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი