ახალი ამბები

ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს დააკისრა ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა

18 ივლისი, 2019 • 2725
ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს დააკისრა ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა

ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა და ოჯახის სასარგებლოდ 50 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამტყუნდა როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, საქმის გაჭიანურების და დროულად არგამოძიების მხრივაც.

ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად მოკლეს.

2007 წელს ვაზაგაშვილების ოჯახმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, საიდანაც საქმის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი წერილი მიიღეს. სტრასბურგის გადაწყვეტლება ამ საქმეზე დღეს გახდა ცნობილი.

ვრცლად საქმის შესახებ წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

შეუსაბამობები ვაზაგაშვილის საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი