როგორც ვალიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ამჟამად არსებულ თანამდებობაზე რჩება და გადაწყვეტილება მისი სემეკ-ის წევრობის შესახებ მიღებული არ არის.
ამ დროისთვის სემეკ-ის წევრობის მსურველებს განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვთ შეტანილი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონკურსში მონაწლეობას უპრეცედენტოდ ბევრი კანდიდატი იღებს.
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება ვადა.