ახალი ამბები

არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

20 აგვისტო, 2015 •
არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ შუალედურ არჩვენებში მონაწილეობას არავითარი აზრი აქვს, რადგან საქართველოში არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა მოქმედებს.

 

კუკავას თქმით, დაპირების მიუხედავად “ქართულმა ოცნებამ” არ გააუქმა მაჟორიტარული სისტემა იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება “რვიანის” წევრები იყვნენ, შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით.

 

კუკავას თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ შეცვლილა მაჟორიტარული სისტემა, არ შემოღებულა ბიომეტრიული სიები, არ დაკომპლექტებულა პარიტეტული წესით საარჩევნო ადმინისტრაცია.

 

კუკავას განცხადებით, კიდევ უფრო გართულდა ვითარება შემდეგი მიმართულებებით: საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი მხოლოდ სამ პარტიას ჰყავს, როცა ადრე ჰყავდა 7 პარტიას, საარჩვენო რეკლამა ნაწილდებოდა 8-9 პოლიტიკურ სუბიექტზე, ახლა მხოლოდ 3 პარტიას აქვს უფასო პოლიტკური რეკლამა წინასაარჩვნოდ.

 

“ეს კარგად აჩვენებს იმას, რომ “ქართული ოცნება” არაფრით არ განსხვავდება  წინა და იმის წინა ხელისუფლებისგან”, – ამბობს კუკავა. 

 

მისი თქმით, საგარეჯოში მაჟორიტარის ბედს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყვეტს, ხოლო მარტვილის რაიონში- მეუფე პეტრე, რომელიც სააკაშვილის დროს პრივილეგირებული პირი იყო.

 

ბოიკოტის მოთხოვნას სულ 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა უერთდება.

განმეორებითი არჩევნები დუშეთის ოლქის 52-ე უბანზე. 2014 წლის 29 ივნისი
განმეორებითი არჩევნები დუშეთის ოლქის 52-ე უბანზე. 2014 წლის 29 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი