ახალი ამბები

შსს: 2015 წლის ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის 41.73% გაიხსნა

20 აგვისტო, 2015 • 1288
შსს: 2015 წლის ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის 41.73% გაიხსნა

რაც შეეხება ინფორმაციას 2015 წლის ივლისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, შსს–ს ცნობით რეგისტრირებულ იქნა 2111 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1199 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.1%.

 

შსს–ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 20438 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11506 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.3%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.32%.

 

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მოწოდებულ ინფრომაციას, შსს–ს ცნობით, რეგისტრირებულ იქნა 14339 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9536 დანაშაული; დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.5%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი