ახალი ამბები

ნარმანია: ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს

19 აგვისტო, 2015 • 934
ნარმანია: ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს

პრესსამსახურის ცნობითვე, დავით ნარმანია City Park–თან დაკავშირებულ მოვლენებს ისრაელში ვიზიტისად გამოეხმაურა.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ სითი პარკთან ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.

 

„ერთი თვის წინ ჩვენ „სითი პარკს“ შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთთვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. მერის განცხადებით, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რაც ბაზარზე ამ ერთი კომპანიის მონოპილიურ მდგომარეობას დაასრულებს. 

 

“თუ „სითი პარკი“ არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი