ახალი ამბები

ვისაც სკოლაში ბავშვის რეგისტრაცია გამორჩა ან ვერ შეძლო, 1-2 სექტემბერს დაარეგისტრირებს

19 აგვისტო, 2015 • • 859
ვისაც სკოლაში ბავშვის რეგისტრაცია გამორჩა ან ვერ შეძლო, 1-2 სექტემბერს დაარეგისტრირებს
“მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროში რამოდენიმე ასეული მომართვა შემოვიდა იმ მშობლებისაგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამორჩათ პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი და ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები”, – განუცხადა ლია გიგაურმა, განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს, 19 აგვისტოს ჟურნალისტებს.
 
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია. 
 
როგორც ლია გიგაურმა განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის სკოლებში 3570 ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, რეგიონებში – უფრო მეტი. 
 
2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად  2015 წლის 23 აპრილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა.  რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა და დღეისათვის საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება. 

 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი