ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ლენტეხის გამგეობის მაღალჩინოსანი დააკავეს

19 აგვისტო, 2015 •
ქრთამის აღების ბრალდებით ლენტეხის გამგეობის მაღალჩინოსანი დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემის და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის გაცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლისპირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი