„ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაეროში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა – სანახავად. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სხვა სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.