მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყდება, ამის შესახებ მედიისა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
“არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინფორმაცია სავარაუდო საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს მედიაში გავრცელდა.