“ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ახალი და უჩვეულო არაფერია. ეს დოკუმენტები საჯაროა, ასევე ცნობილია ის სამუშაოები, რომელიც ლობისტურმა კომპანიებმა ჩვენი ქვეყნისთვის გასწიეს“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობამ ლობისტური კომპანია გაერო-ში ვიზიტის მოსამზადებლად დაიქირავა, მთავრობის მეთაური მას არასერიოზულად მიიჩნევს.
ამერიკულ კომპანია Pitlsbury Winthrop Shaw Pittman LLP-სა და საქართველოს მთავრობას შორის კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოს მთავრობას სხვადასხვა ღონისძიები მზადების პროცესში დაეხმარება. მათ შორის Silk Road Forum-სა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამზადისში.