ახალი ამბები

ანონსი: 19 აგვისტო

18 აგვისტო, 2015 • • 945
ანონსი: 19 აგვისტო

10:00 საათზე თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

ხვალ, 19 აგვისტოს , ოთხშაბათს, 12 საათზე დევნილთა პარტია პრეს-კონფერენციას გამართავს თემა: სამისნიტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება დევნილებს 5 ლარამდე და ზოგჯერ მეტი უჯდებათ. საკონტაქტო პირი: ქეთი 598328209

 

12:00 საათზე საქართველოში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც იბრძოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განმათავისუფლებელ ბრძოლებში, ბელარუსის რესპუბლიკა აჯილდოვებს სპეციალური ორდენებით. ვეტერანებს ორდენებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი გადასცემს. დაჯილდოებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტოროს წარმომადგენლები.

მის: საქ-ს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართ.

 

12:00-ზე ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობა პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: ძალისმიერი სპორტის სახეობათა შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშების შედეგები და ქართველი სპორტსმენები უპრეცენდენტო წარმატება.

 

14:00 სთ-ზე, თელავის უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველი 2015-ის მოსამზადებელ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან გამართავენ.

შეხვედრა გაიმართება თელავში, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

მასალების გადაბეჭდვის წესი