ახალი ამბები

სრულად იზღუდება სპორტდარბაზების ფუნქიცონირება – გახარია

17 მარტი, 2020 • 1152
სრულად იზღუდება სპორტდარბაზების ფუნქიცონირება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეწყვეტასთან ერთად, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა ცენტრების ფუნქციონირება.

გახარიამ ასევე თქვა, რომ მთავრობის მიერ მანამდე მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა ცენტრების ფუნქციონირება. ეს მნშვნელოვანია, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იმ გადაწყვეტილებების შეზღუდვის, რომელიც მანამდე გაიცა, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

უწყებებს დაევალათ, რომ გააკონტროლონ მთავრობის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულება. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია

მასალების გადაბეჭდვის წესი