ახალი ამბები

18 აგვისტო – ანონსი

17 აგვისტო, 2015 •
18 აგვისტო – ანონსი

11:00 მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ.

 

11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებები და მოვალეობები”, “სახალხო დარბაზი”, “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: “რუსთავი 2″-ისა და ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესის მონიტორინგში ჩართვა”

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “სამოქალაქო მონიტორინგის ასოციაციის” თავმჯდომარე, გიორგი ტატიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “საბი ბერიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და პროკურატურის უმოქმედობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოუყენებლობის პრაქტიკა და პროკურატურის მიერ ლგბტ პირების დისკრიმინაცია”

13:00 “სი-თი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომთან პარტია “თავისუფალი საქართველოს” საპროტესტო აქცია გაიმართება.
თემა: “უკანონო ჯარიმები”
მის.: აღმაშენებლის #164, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორია.
საკ. პირი: პაატა კოპალეიშვილი – 577 254 585, 571 014 007; თებე თენგიანი – 595 000 789

15:00 საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბესიკ ლოლაძე და ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი