ახალი ამბები

კახა იმნაძე: საქართველოს დელეგაციას გაეროში პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

17 აგვისტო, 2015 • • 1405
კახა იმნაძე: საქართველოს დელეგაციას გაეროში პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

“ორივე ძირითად ღონისძიებაში განვითარებით სამიტსა და გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემერი-მინისტრი. რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, ცნობილია, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელსაც ტრადიციულად ასეთ დროს წევრი ქვეყნები თავისი სახელით აკეთებენ ხოლმე. ამ ვიზიტსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისია გაუწევს ორგანიზებას”, – განუცხადა ტელეკომპანი “იმედს” კახა იმნაძემ.

 

გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე დებატები 2015 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ნიუ-იორკში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთ არაძირითად ღონისძიებაზე გაეროში მიიწვია ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი