ახალი ამბები

კალაძე: წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებაზე პრეზიდენტმა გაუგებარი განცხადება გააკეთა

15 აპრილი, 2016 • 1233
კალაძე: წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებაზე პრეზიდენტმა გაუგებარი განცხადება გააკეთა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩვენო თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენმტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა.

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კარგად განმარტა მთავრობის სხდომაზე, თუმცა “პრეზიდენტმა სრულიად გაუბარი განცხადებები გააკეთა 5 თვით ადრე საარჩევნო კამაპანიის დაწყებასთან დაკავშირებით.”

კალაძის განცხადებით, საარჩვენო თარიღს პრეზიდნეტი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს და ეს უნდა მოხდეს შეთანხმების შედეგად.

“შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყება. 3 თვე არის აბლოლუტურად საკმარისი იმისათის, რომ საარჩვენო კამპანია სრულყოფილად ჩაატაროს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ”, – მიაჩნია კალაძეს.

მინისტრის თქმით, დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არ არის და ამ განსხვავებულ განცხადებებს გაუგებრობად მიიჩნევს. კალაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის მხრიდან იყო არასწორად მიწოდებული ინფორმაცია, რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა.

კახა კალაძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩვენები ქვეყნისთვის უაღესად მნიშვნელოვანი საკითხია და დავას იმაზე, 3 თვით თუ 5 თვით ადრე უნდა დინიშნოს არჩვენები, არასერიოზულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი