ახალი ამბები

თავდასხმა პაკისტანის პროვინციის მინისტრზე, მოკლულია 10 ადამიანი

16 აგვისტო, 2015 •
თავდასხმა პაკისტანის პროვინციის მინისტრზე, მოკლულია 10 ადამიანი

მინისტრის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა მისმა მრჩეველმა. 

 

აფეთქებამ ჭერი ახადა იმ სახლს, სადაც მინისტრი მის მომხრეებთან შეხვედრას მართავდა. როიტერის ცნობით, აფეთქების დროს სახლში 20-30 ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის პოლიცია ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებს.


ბოლო პერიოდში პაკისტანი-ინდოეთის სასაზღვრო რაიონებში ვითარება დაძაბულია. ივლისში ორი თავდასხმა განხორციელდა პოლიციაზე პენჯაბის შტატში, ასევე, ჯამუსა და ქაშმირის შტატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი