ახალი ამბები

ახალქალაქის ტბაში თევზი მასიურად გამოირიყა

14 მარტი, 2020 • 8046
ახალქალაქის ტბაში თევზი მასიურად გამოირიყა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი მასიურად 10 მარტს გამოიყარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ ღარსლიანის თქმით კი აღნიშნულთან დაკავშირებით მან და ედიკ ბერიკიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დამცველებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა გახდა თევზის მასიური გამორიყვის მიზეზი – “ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“, – უთხრა ღასლიანმა “სამხრეთის კარიბჭეს”.

ედიკ ბერკიანის განმარტებით სურსათის სამსახურმა და გარემოს დამცველებმა როგორც წყლის, ისე თევზის ნიმუშები აიღეს:

ვარაუდი ბევრია, შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იყოს, შეიძლება დაავადება, შეიძლება ვინმე ქლორი დაასხა. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან. შესწავლა მიმდინარეობს და შედეგიც ცნობილი იქნება. მერიაც და საკრებულოს თავმჯდომარეც მზად არიან დაგვეხმარონ, ველოდებით გარემოს დამცველების შემოთავაზებას თუ რა უნდა გაკეთდეს“,- ამბობს ხოსპიას თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი.

“სამხრეთის კარბიჭის” ინფორმაციით ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ წყალში შესაძლოა ქლორი იყოს ჩაყრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი