როგორც თბილისის საბავშვო ბაღების ბაგა-ბაღების სააგნეტოში აცხადებენ, სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის მსურველთა აღრიცხვა რაიონული პრინციპით ხდება.

 

“ამ პრინციპის მიზანია, განისაზღვროს, იმ აღსაზრდელების რაოდენობა, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული მუნიციპალურ საბავშვო ბაგა–ბაღებში და დაბადებულები არიან 2009 წლის 14 სექტემბრიდან (ჩათვლით) 2010 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში და სასკოლო მზაობის პროგრამას გაივლიან განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებში”. 

 

ბავშვები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში, წელს პირველად გაივლიან „სასკოლო მზაობის პროგრამას“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მომზადდა.

 

სასკოლო მზაობის პროგრამის შინაარსი, როგორც განათლების სამინისტროში ცხადებენ, შეესაბამება ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, რომლის ფარგლებში ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა ჰქონდეს: თვითგამოხატვის, შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების, შეკითხვების დასმისა და მსჯელობის შესაძლებლობა და სხვა.

 

პროგრამის ძირითადი მეთოდია თამაშით სწავლება, რომლის საშუალებით ხდება ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარება.

 

“პროგრამაში წარმოდგენილი აქტივობები, ორიენტირებულია აღსაზრდელის შემოქმედებითი და დამოუკიდებელი მოქმედების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ასევე, ბავშვის სოციალური, ემოციური, მოტორული და სენსორული თვისებების გამოვლენაზე, რაც ბავშვებს ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პროცესს გაუადვილებს”.

 

სასწავლო დროის ხანგრძლივობა 30 კვირაა. აქტივობის ყოველდღიური პერიოდი, კვების გარეშეა და 3 აკადემიურ საათს მოიცავს. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *