საკრებულოს დღეანდელ სხდომაზე პროექტს მხარი საკრებულოს 24 დეპუტატმა დაუჭირა არც ერთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც არ ეთანხმებოდა პროექტს საკრებულოს სხდომა დატოვა. ერთ-ერთი პირველი იყო დამოუკიდებელი დეპუატატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც მირზა შაფის პროექტის განხილვის გადატანას ითხოვდა სექტემბრისათვის. ელისაშვილის აცხადებს, რომ მირზა შაფის პროექტის განხორციელების უფლებას არავის მისცემს.
”უგულავას ხელიდან გამოვგლიჯე ეს პროექტი. უგულავას და სააკაშვილს გავაჩერებინეთ ეს პროექტი და ქართული ოცნება, რომელიც ამ კრიტიკითა და ამ პროტესტით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მირზა შაფი არ უნდა დაენგრია, იმას კადრულობს რაც უგულავამ არ იკადრა. დღეს თავი მოიჭრა თბილისის საკრებულო. არც კი იცის დეტალები რა უნდა აშენდეს და რა არა და ისე იღებს გადაწყვეტილებას. პროფესიონალების ნატამალი აზრი არ მოუსმენიათ. ვითოვდი ელემენტარულად განხილვის გადადებას. და როგორ ააშენებენ იმასაც ვნხავ. თორემ ბატონ სვანიძეს, რომელიც ვითომ ინვესტორია და რეალურად ჩვეულებრივი კრიმინალია, წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ”მწვანე შუქი” ანთებული და როგორ ააშენა კი ვნახეთ. ახლა ვანახებთ როგორ უნდა ამ ქალაქზე ძალადობა. მირზა შაფის პროექტი არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდებ,” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.
განხილვის გადადების მომხრე იყვნენ ასევე, ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.
განხილვა დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან დეპუტატების გარდა მოქალაქეების ჯგუფი ეწინაამდეგება ამ პროეტის განხორციელებას, რადგან თბილისის ისტორიული უბნისთვის შეუფერებელ პროექტად მიაჩნიათ. ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი ახალი კონკურსის ჩატარების იდეას ემხრობა. ამჟამად, არქიტექტორები სამართლებრივი გზით ბრძოლასაც არ გამორიცხავენ.
“კონკურსი, რომელიც ჩატარდა ფაქტობრივად არის სახეცვლილი. რეალურად პროექტმა მიიღო ახალი სახე და შემდეგ მივიღეთ სულ სხვა რეალობა. ამ კონკურსიდან ბევრი პროექტი ამოვარდა ფართების სიმცირის გამო, რომლებიც საერთოდ არ განხილულა. რა დააშევს იმ პროექტებმა? ნაჩქარევია ეს ქმედებები და აბსოლიტურად გაუაზრებელ შენობას ავაგებთ თბილისში. არსებობს სამართლებრივი გზები და ჩვენ ალბათ, უკვე სასამართლოს მივმართავთ.”- აცხადებს გიორგი მეძმარიაშვილი, ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის წარმომადგენელი.
ხელახალი კონკურსის ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თბილისის მთავარი მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე. რომელიც ამტკიცებდ, რომ კნკურსი და შემდეგში პროექტის განხილვები სრული წესის დაცვით, მაქსიმალურად ღიად ჩატარდა და მასში ჩართული იყვნენ დარგის პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შელაპარაკებისა და არეულობის გამოწვევის გამო სხდომა დაატოვებინეს ჯერ ირაკლი კაკაბაძეს და მოგვიანებით პარტიზანული მებაღეობის წევრ ნატა ფერაძესაც, რომელმაც ინვესტორ გიორგი სვანიძის მისამართით წყალი მიასხა.

