ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ მირზა შაფის პროექტის განხილვის გადატანას მხარი არ დაუჭირა

12 აგვისტო, 2015 •
თბილისის საკრებულომ მირზა შაფის პროექტის განხილვის გადატანას მხარი არ დაუჭირა

ამის გამო დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რომლიც განხილვის გადატანას უჭერდა მხარს, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

საკრებულოს სხდომის დატოვებისას ელისაშვილმა გიორგი სვანიძეს კრიმინალი უწოდა, რასაც ამ ორს შორის შელაპარაკება მოჰყვა. ელისაშვილის გასვლის შემდეგ, შელაპარაკებაში ჩაერთო სხდომაზე მყოფი ირაკლი კაკაბაძე, რის გამოც კაკაბაძეს სხდომა საკრებულოს დაცვამ დაატოვებინა.

 

ამჟამად საკრებულოს სხდომა გრძელდება. დეპუტატები მირზა შაფის პროექტზე მსჯელობენ.

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან მირზა შაფის პროექტის განხილვის ამოღებას მოითხოვდა.

 

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი