ახალი ამბები

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

12 აგვისტო, 2015 •
ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

“ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო დღე არის დღეს განვაცხადო, რომ  მე მართლა მივდივარ და სადღაც ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც “დაღუპა” ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი. მე ვარ ძალიან დიდად მოხარული და მინდა გითხრათ რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე!”, -განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ზვიად სიჭინავამ.

 

აღნიშნული ზვიად სიჭინავამ უეფას სუპერთასის თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზვიად სიჭინავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ზვიად სიჭინავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი