ახალი ამბები

თბილისის ზოგიერთ უბანში “სილქნეტის” ინტერნეტი და ტელევიზია შეფერხებით მუშაობს

12 მარტი, 2020 • 1289
თბილისის ზოგიერთ უბანში “სილქნეტის” ინტერნეტი და ტელევიზია შეფერხებით მუშაობს

კომპანია “სილქნეტის” განცხადებით, მათი ოპტიკური ქსელის აბონენტებს თბილისის ზოგიერთი ცენტრალური უბნების ნაწილში შეზღუდული აქვთ ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება.

კომპანიაში ამბობენ, რომ შეფერხებისმიზეზი, ამჟამად დგინდება.

უბნებს შორის, სადაც ინტერნეტი და ტელევიზია შეფერხებით მუშაობს არის ვაკის ნაწილი, ბაგების ნაწილი, კოჯორი და კაკლების დასახლება.

შეფერხება ასევე ფიქსირდება დოლიძის და ხილიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

კომპანია მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები შეფერხების აღმოსაფხვრელად, რათა უახლოეს დროში მოხდეს მომსახურების აღდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი