ახალი ამბები

KHIDI, BASSIANI და MTKVARZE კორონავირუსის გამო მუშაობას წყვეტენ

12 მარტი, 2020 • 2996
KHIDI, BASSIANI და MTKVARZE კორონავირუსის გამო მუშაობას წყვეტენ

თბილისში ღამის კლუბები – KHIDI, BASSIANI და MTKVARZE კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქმიანობას წყვეტენ.

სამივე კლუბი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, COVID-19-ის პრევენციის ერთ-ერთი გზა მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებაა.

კლუბები ამბობენ, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალური პასუხიმსგებლობა გამოიჩნონ.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირება 24 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი იმყოფება.


კორონავირუსზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, პრევენციის გზებისა და სიმპტომების შესახებ, წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან. ეს სტატია 2 მარტით თარიღდება:

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი