პეტიციაზე ხელისმომწერნი მიიჩნევენ, რომ ისტორიულ ქალაქში მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტის განხილვა და დამტკიცება ფართო საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.
”ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ღონისძიების ჩატარება აგვისტოში, რადგანაც ასე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილებით გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ქალაქს,”- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
მანიფესტის ავტორები პროექტის განხილვის ჩატარება სექტემბრის შუა რიცხვებში ითხოვენ.
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კორექტირებული ვერსია თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ დადებითად შეაფასა და განსახილველად საკრებულოს სხდომაზე უკვე გადააგზავნა.