უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობა, რომელსაც რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლები უნგრეთში ეწეოდნენ,  ვენის კონვენციის მიხედვით დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელია.

„ამიტომ უნგრულმა მხარემ აღნიშნულ პირებს უნგრეთის დატოვება მოსთხოვა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს. ეს არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უნგრეთს კვლავ სურს შეინარჩუნოს აუცილებელი ურთიერთპატივისცემისა და წესების დაცვაზე დაფუძნებული დიალოგი საფუძველზე“, – განაცხადა ანიტა ორბანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო პასუხი მკაცრი და მტკივნეული იქნება.
„ბუდაპეშტში არსებულ რუსოფობიულ ლობის პასუხი მკაცრი და მტკივნეული იქნება“, — განაცხადა ზახაროვამ.