ახალი ამბები

ლუის ენრიკე: სევილიასთან თამაში ყოველთვის რთულია და ვიცით, რომ ხვალაც ასე იქნება

10 აგვისტო, 2015 •
ლუის ენრიკე: სევილიასთან თამაში ყოველთვის რთულია და ვიცით, რომ ხვალაც ასე იქნება

ლუის ენრიკეს თქმით, მისთვის მნიშნელოვანი არ არის ის ფაქტი, რომ ბარსელონა ხვალინდელი მატჩის ფავორიტად მიიჩნევა.


ლუის ენრიკე © www.weloba.com
ლუის ენრიკე © www.weloba.com

 

“ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის.  თქვენ თუ ასე ფიქრობთ ჩვენი პოტენციალიდან გამოდინარე კარგი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ მოედანზე გავაკეთებთ”, – განაცხადა ლუის ენრიკემ და დასძინა, რომ ხვალ ბარსელონა თბილისში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.


მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ტრავმის გამო ხვალინდელ მატჩი ნეიმარი და ხორდი ალბა ვერ ითამაშებენ. ლუის ენრიკეს თქმით, ტრავმა ფეხბურთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც ყველა გუნდი უნდა შეეგუოს. მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემები მათ მეტოქესაც აწუხებს.


 

უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში ხვალ, 11 აგვისტოს გაიმართება ადგილობრივი დროით 22:45 საათზე, ერთმანეთს ჩემპიონათა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა და ევროპის ლიგის მფლობელი სევილია დაუპირისპირდებიან.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი