ახალი ამბები

ანონსი 11 აგვისტო

10 აგვისტო, 2015 •
ანონსი 11 აგვისტო
10:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  რთველი 2015-ის  შესახებ  ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის: მარშალ გელოვანის გამზ. #6)
 

10:00 საათზე გორის რაიონის სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული 17 გმირის სახელზე აშენებულ, წმინდა გიორგის ეკლესიაში მეუფე ანდრია პარაკლისს გადაიხდის. ადგილზე გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელსაც დაესწრებიან მთავრობის წევრები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. საკონტაქტო პირი: ედმონდ მინაშვილი – 599878506

 

11:30-ზე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის გაუფასურება; ბიუჯეტის კორექსია; ეროვნული ბანკის პრობლემები; ვეტოს დაძლევა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

მასალების გადაბეჭდვის წესი