“არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, ჩვენი დეპუტატი, მინისტრი თუ სხვა. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება რა თქმა უნდა კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში ამ პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. იმიტომ რომ ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი, ბარამიძე თუ სხვა, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მე მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის”. ყველა ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გუშინ ღამით სოფელ ქვიშხეთში დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ დეპუტატი გაათავისუფლეს.
გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).