Noche cerrada en Tiflis a la llegada del #SevillaFC http://t.co/vfvqzNakEI #vamosmisevilla pic.twitter.com/Z0OUv1hsF7
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) August 9, 2015
თბილისის აეროპორტში პირველი ”სევილიას” თვითმფრინავი დაეშვა. მათ მოგვიანებით კატალონიელებიც შეუერთდნენ.
The team has arrived in Tbilisi #Supercup #FCBSevilla #FCBlive #DRE4M pic.twitter.com/lmYevXbXbK
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 10, 2015
ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს” – ფინალის მთავარი გზავნილი იქნება. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას 1000 სოციალურად დაუცველი ბავშვი, მათი თანმხლები პირები, მსაჯები და ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც სიმბოლურად ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციების დახმარებით თბილისში გახსნის ცერემონიაში, ცოცხალ ჯაჭვში ჩასაბმელად ბავშვები 8 ქვეყნიდან ჩამოვლენ.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში მონაწილეობას მიიღებს ქართული ცეკვის ანსამბლის, ”ერისიონის” 200 მოცეკვავე.
მსურველებს მატჩის ყურება ვაკის პარკში სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლებათ.
სუპერ თასის ფინალისათვის, დინამოს სტადიონზე 20 მლნ ლარის საერიაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
„დინამო არენაზე“ გარემონტდა მატჩზე უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. ”სკაი-ბოქსი” (პრივატული ლოჟა). სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის.
ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა, ხოლო ტელე და რადიო-კომენტატორებისთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.