ახალი ამბები

ე.წ ყალბი დღგ-ების საქმეზე სასამართლომ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

11 მარტი, 2020 • 792
ე.წ ყალბი დღგ-ების საქმეზე სასამართლომ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ ყალბი დღგ-ების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ხუთ პირი პირი დამნაშავედ სცნო.

უწყების ცნობითვე,  სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსი 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით,  210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ თითოეულის შემთხვევაში 7  წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა, 2018-2019 წლებში, სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შეიქმნეს და გამოიყენეს დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლა, რითაც გადაუხდელი გადასახადის სახით 36 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს,”-აცხადებენ პროკურატურაში. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და საერთო სასამართლოების სისტემაში იხილება 84 პირის ბრალდების ათეულობით საქმე, 29 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენები.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიუღებელი გადასახადის სახით მიყენებული ზიანიდან ანაზღაურებულია დაახლოებით 6 მილიონი ლარი. გასული წლის დეკემბერში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებული პირების დიდი უმრავლესობა ყოფილი ჩინოვნიკია.

მაჭვარიანის ცნობით, “ყალბი დღგ-ს საქმის” ფიგურანტების დიდი ნაწილი ყოფილი ჩინოვნიკია

მასალების გადაბეჭდვის წესი