ახალი ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

14 თებერვალი, 2023 • 681
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს.

უწყების განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 1 ივლისს ქ.ქუთაისში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

პროკურატურის თქმით, პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით).

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი